ფობია
ფობია -ბერძნული სითყვაა და "ფობოს" ნიშნავს შიშს.
ეს არის რაიმე სიტუაციის, ობიექტის, საქმიანობის, ადამიანის ან ცხოველის მიმართ პანიკური შიში. ამ ანომალიის ძირითადი სიმპტომია შიშის მომგვრელი ობიექტისაგან თავის არიდების გადამეტებული, გაუმართლებელი სურვილი.როცა ამგვარი შიში კონტროლს აღარ ექვემდებარება,ან როცა ეს შიში ადამიანს ყოველდღიურ საქმიანობაში ხელისშემშლელი ხდება, დიაგნოზი კეთდება- ნერვიული გადახრა ანომალიის ერთ-ერთ ნაირსახეობაში.
ფსიქოანალიტიკოსები ფობიას სამ ძირითად ჯგუფად ყოფენ:
1.ზოგადი ფობიები, როდესაც ადამიანს ეშინია გარკვეული ობიექტის ან რაიმე საგნის;
2. ე.წ. ლოკომოტორული ფობიები, ანუ ფობიები სიტუაციის მიმართ.
3.სოციალური ფობია ანუ მოქმედების ფობია- საჯაროდ რაიმეს კეთების შიში.
ფობიების კლასიფიკაცია სხვადასხვა სახით ხდება.მაგალითად, არსებობს ფობიების კლასიფიკაცია ასაკობრივი ჯგუფის გათვალუსწინებით.ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება მისთვის დამახასიათებელი შიშები.მაგ: ბავშვებისათვის ნიშანდობლივია სიბნელის შიში, მოზარდებისთვის - პარტნიორისადმი დამოკიდებულების შიში,ნაადრევი სიკვდილის შიში, და ა.შ.
ახლა გაგაცნობთ მსოფლიოში გავრცელებულ ფობიებს.
1. აგროფობია - სივრცის ან ბრბოს შიში.
2. ავიოფობია,აეროფობია,ავიატოფობია - ფრენის შიში.
3. აკაროფობია - ფხანის შიში.
4. აკროფობია,ალტოფობია - სიმაღლის შიში.
5.ალგოფობია - შიში ტკივილის მიმართ.
6. ალეკტოროფობია - ქათმების შიში.
7. ალლიუმოფობია - ნივრის შიში.
8. ამბულოფობია - სიარულის შიში.
9. ამქსოფობია - მანქანის მართვის შიში.
10. ანაბლეფობია - მაღლა ახედვის შიში.
11. ანგინოფობია - ანგინის ან გაგუდვის შიში.
12. ანგლოფობია - ზიზღი ყველაფერი ინგლისურის მიმართ.
13. ანდროფობია - შიში მამაკაცების მიმართ.
14. ანთროპოფობია - ადამიანებთან ურთიერთობის შიში.
15.ანთროფობია - ყვავილების შიში.
16. ანუპტაფობია - დაუქორწინებლად დარჩენის შიში.
17. აპეიროფობია - სასრულობის შიში.
18.აპიფობია, მელისოფობია - ფუტკრების შიში.
19.არაქიბუტიროფობია - არაქისის კარაქის სასაზე მიკვრის შიში.
20.არაქნოფობია - შიში ობობის მიმართ.
21. ასტრაფობია,ბრონტოფობია,კერაუნოფობია - ელვის შიში.
22. ატაქსოფობია - უწესრიგობის შიში.
23.ატელოფობია - არასრულყოფილების შიში.
24.ატიქიფობია - წარუმატებლობის შიში.
25.აუროფობია - ოქროს შიში.
26.აუტოფობია - მარტოდ ყოფნის შიში და სხვა
დიდხანს ეგონათ, რომ აკვიატებული მდგომარეობის ფენომენი შიზოფრენიის ერთ-ერთი გამოვლინება იყო. ამჯამად კი ფობიას დამოუკიდებელ დაავადებად განიხილავენ, ვინაიდან ამ სენით შეპყრობილი ადამიანები შიზოფრენიით დაავადებულნი ნამდვილად არ არიან. ინგლისელმა ფსიქოთერაპევტმა ფრედრიკმა ფობიას "ჭკვიანი ადამიანების სისულელეები" უწოდა. ეს იმიტომ, რომ ფობიები ძირითადად ინტელექტუალურ პირებს აღენიშნებათ. ეს დაავადება, შიზოფრენიისაგან განსხვავებით, არ იწვევს პიროვნების შეცვლას, უფრო მეტიც, ფობიით დაავადებულებს ფსიქიკური მოშლილობის სხვა სახეები არ აღენიშნებათ. ფობიის ნამდვილი მიზეზი არავინ იცის. სპეციალისტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ აკვიატებული შიშის საფუძველს ფსიქოლოგიური ფაქტორები წარმოადგენს, მეორენი კი დამნაშავედ ბიოლოგიურ ფაქტორებს მიიჩნევენ, მაგრამ ფაქტები და მათი ანალიზი ამტკიცებს, რომ მიზეზი უმეტესად ორივე ტიპის ფაქტორთა თანხვედრაა.შეინიშნება ფობიის მემკვიდრეობითობოს ტენდენცია: თუ ერთ-ერთ მშობელს რაიმე სახის ფობია არენიშნება, არსებობს ალბათობა, რომ ის შვილსაც დაემართოს. ესპანელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს ის ოჯახები, რომელთა წევრებიც ამა თუ იმ ფორმის ფობიით იყვნენ შეპყრობილნი და დაამტკიცეს, რომ ფსიქიკისეს გადახრა ათიდან 9 შემთხვევაში თანდაყოლილია.
ამერიკელი მეცნიერის,ნევროლოგისა და ფსიქიატრის ლევინსონის აზრით, ფობიის მიზეზები შუა ყურის პათოლოგიაში უნდა ვეძებოთ. ამის თქმის საფუძველს მას 20 ათასამდე პაციენტზე დაკვირვება აძლევს. ამიტომ ლევინსონი ფობიით შეპყრობილებს მოუწოდებს, მიმართონ ოტორინოლარინგოლოგებს და გამოიკვლიონ შუა ყური.
თანამედროვე ფსიქიატრების განმარტებით, ფობია არის შიშის ირაციონალური ეტაპი.ის აღმოცენდება არაფრისაგან,ცარიელ ადგილას ყოველგვარი ნებისა და ხილული მიზეზის გარეშე.ადამიანს თავს ატყდება ყოველგვარი საშინელება,რომელიც არაადეკვატური საქციელის ჩადენას აიძულებს.ამასთანავე, ავადმყოფი გრძნოობს რომ,გარესამყაროში მისი ასეთი ქმედების საფუძველი არ მოიძებნება,მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეუძლია.ექიმები ამას პანიკურ შეტევას უწოდებენ.შიში არის ემოცია,რომელიც აღმოცენდება ორგანიზმის,მისი ფასეულობების, პრინციპებისა და იდეალების მიმართ რეალური ან წარმოსახვითი მუქარის შემთხვევაში.ჯერ კიდევ ფროიდის დროიდან მიღებულია შიშის დაყოფა რეალურ და ნერვოზულ ფორმებად.რეალური შიში ჩვენთვის სავსებით გასაგებია.ეს არის გარეგანი საშიშროები აღქმის საპასუხო რეაქცია.ამ შემთხვევაში შიში მიზანმიმართულია და ასრულებს სიგნალის ფუნქციას: "საფრთხე ახლოს არის,მოემზადე თავდაცვისათვის ან გასაქცევად".შიშის ეფექტის მომეტებულ გავრცელებას და ცხოვრებისეულ სიტუაციებზე შიშით რეაგირებისაკენ ადამიანის მიდრეკილებას ფსიქოანალიზი გარკვეულწილად ფსიქიკაში შიშის ბირთვის არსებობით ხსნის.თუ შიში ადამიანისათვის პრობლემად იქცევა და ხელს უშლის მის ყოველდღიურ ცხოვრებას,მას ფობიად განიხილავენ.ტერმინ ფობიის შინაარსი ძალიან მრავალფეროვანია.ამერიკელი მეცნიერების მიერ შედგენილი სამეცნიერო ტერმინოლოგიის ლექსიკონში აღწერილია 400 სახის ფობია,მათი რაოდენობა კი ცივილიზაციის ახალი მიღწევების გაჩენასთან ერთად იზრდება.სტატისტიკის თანახმად,დედამიწის ყოველი მერვე მკვიდრი ერთი ან რამდენიმე სახის ფობიით არის შეპყრობილი.